Accessibility links

logo-print

ევროპის გლობალური სატელიტური სანავიგაციო სისტემის


ევროპის გლობალური სატელიტური სანავიგაციო სისტემის, "გალილეოს" პირველი თანამგზავრი

ევროპის გლობალური სატელიტური სანავიგაციო სისტემის, "გალილეოს" პირველი თანამგზავრი
წარმატებით გაიყვანეს ორბიტაზე რუსეთის რაკეტა "სოიუზის" დახმარებით. რაკეტამ სტარტი ბაიკონურის კოსმოდრომიდან აიღო. პროექტ "გალილეოს" ერთ-ერთმა ხელმძძღვანელმა სილვენ ლოდომ ამ მოვლენას ასეთი კომენტარი გაუკეთა: [სილვენ ლოდოს ხმა] "წარმოსადგენადაც კი ძნელი იქნებოდა პროგრამის უკეთესი დასაწყისი. თანამგზავრი სწორ ორბიტაზეა გაყვანილი და მისგან უკვე სიგნალსაც ვიღებთ. ეს შესანიშნავია! ვისურვებდით, რომ პროგრამა "გალილეო" მომავალშიც ასე წარმატებით გაგრძელდეს." ეს განცხადება სილვენ ლოდომ ლონდონის მახლობლად მდებარე საკონტროლო ცენტრში გააკეთა. ექსპერტთა შეფასებით, 2010 წლიდან ევროპაში შექმნილი პროგრამა კონკურენციას გაუწევს გლობალური სატელიტური ნავიგაციის ამერიკულ სისტემას.
XS
SM
MD
LG