Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის


საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ
ელენე თევდორაძემ ქუთაისის მე-2 საპყრობილის პატიმრები მოინახულა. დეპუტატის სტუმრობა ქუთაისის ახალ საპყრობილეში ამას წინათ მოწყობილ ამბოხს უკავშირდება. როგორც თევდორაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქუთაისის ახალი ციხის საავადმყოფოში 26 პატიმარი მკურნალობს. [ელენე თევდორაძის ხმა] "მე გეტყვით, რომ ამ წუთში საავადმყოფოში 26-ია, იქიდან რვა - მე გვარები მაქვს ჩამოწერილი - ვინც ნაცემია, დანარჩენები არიან ისინი, ვინც ძველ ციხეში საავადმყოფოში იყვნენ და ისინი ნაცემები არ არიან. დანარჩენ კამერებში, სადაც ვიყავი, არიან ადამიანები, ვინც ნამდვილად არ არიან ნაცემები, მაგრამ უმეტესად მაინც ნაცემები არიან." ელენე თევდორაძის თქმით, ხვალიდან ციხეში გათბობას ჩართავენ.
XS
SM
MD
LG