Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში რუსეთის ელჩმა ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა


საქართველოში რუსეთის ელჩმა ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა და საქართველოში კომპანია “გაზექსპორტის”

საქართველოში რუსეთის ელჩმა ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა და საქართველოში კომპანია “გაზექსპორტის”
ხელმძღვანელმა დავით მორჩილაძემ ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრეს 2006 წლიდან საქართველოსთვის მისაწოდებელი ბუნებრივი აირის საფასურის გაზრდაზე. რუსეთის ელჩმა გაზის საფასურის გაზრდასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “ეს არ არის პოლიტიკური ზეწოლა” მოსკოვის მხრიდან. ჩხიკვიშვილის თქმით, ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველო იღებდა რუსეთის გაზს, მაგრამ ის არავის გამოუყენებია პოლიტიკური ზეწოლის ელემენტად. დავით მორჩილაძემ ბრიფინგზე საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზებაზე ისაუბრა. მისი თქმით, გაზსადენის პრივატიზების საკითხზე საქართველოს მხარე “გაზპრომს” 2006 წლის პირველ კვარტალში მიმართავს. მორჩილაძის თქმით, “გაზპრომთან” უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება 2006 წლის განმავლობაში საქართველოსთვის 2,5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ. 1000 კუბური მეტრი გაზის ფასი კი, ნაცვლად 63 დოლარისა, 110 დოლარი იქნება.
XS
SM
MD
LG