Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ორგანიზებულ


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ორგანიზებულ დანაშაულთან და რეკეტის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონს მოაწერა ხელი.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ორგანიზებულ დანაშაულთან და რეკეტის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონს მოაწერა ხელი.
ახალი კანონი ე.წ. “კანონიერი ქურდების” და მათი ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს.

პრეზიდენტმა დღესვე ხელი მოაწერა, მომავალი წლიდან თბილისში 3 ათას კაცზე გათვლილი საპყრობილის აშენებას, რომელიც ევროსტანდარტების შესაბამისად იქნება მოწყობილი.

[სააკაშვილის ხმა]: "ყველა კრიმინალური ავტორიტეტი იქნება იზოლირებული. ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ მათ არ ჰქონდეთ კავშირი გარესამყაროსთან; ჩვენ ვუზრუნველყოფთ იმას, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობა ციხეებში დამთავრდეს. ამისათვის მოგვიხდება მკაცრი ნაბიჯების გადადგმა, ევროპული ნორმების შემოტანა – ისევე, როგორც არის ყველგან ევროპაში. მაგრამ ჩვენ ქურდების გაჯეჯილებას ციხეებში ერთხელ და სამუდამოდ დავუსვამთ წერტილს".
XS
SM
MD
LG