Accessibility links

logo-print

შვეიცარია რუსეთის ატომური ენერგეტიკის ყოფილ


შვეიცარია რუსეთის ატომური ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს, ევგენი ადამოვს, უკან, რუსეთში გზავნის

შვეიცარია რუსეთის ატომური ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს, ევგენი ადამოვს, უკან, რუსეთში გზავნის
და არ აკმაყოფილებს შეერთებული შტატების თხოვნას ადამოვის შტატებში ექსტრადიციის შესახებ.

ამით შვეიცარიის უზენაესმა სასამართლომ შეცვალა იუსტიციის ფედერალური სამმართველოს მიერ ოქტომბერში მიღებული დადგენილება, რომელიც ადამოვის შეერთებულ შტატებში გაგზავნას მოითხოვდა.

ადამოვი შვეიცარიაში მაისში დააკავეს. მისი დაპატიმრების ორდერი შეერთებული შტატების მიერ იყო გაცემული. ამერიკელი სამართალდამცავები ადამოვს რუსეთის ატომური უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი 9 მილიონი დოლარის პირადი სარგებლობისთვის გამოყენებაში ადანაშაულებენ. მოსკოვმა, თავის მხრივ, გასამართლების მიზნით ადამოვის მოსკოვში დაბრუნება მოითხოვა.

შვეიცარიის სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება ფაქტს, რომ ადამოვი რუსეთის მოქალაქეა – და დანაშაული, რომელიც მას ბრალად ედება, რუსეთშია ჩადენილი. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ იგი მოსკოვს უნდა გადაეცეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მიხეილ კამინინი მიესალმა:

[კამინინის ხმა]: "რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, შვეიცარიის სასამართლო სისტემის წარმომადგენლებმა გაითვალისწინეს რუსეთის არგუმენტები, რომ ადამოვის ექსტრადიცია რუსეთში იყო აუცილებელი. რასაკვირველია, ამით ძალიან კმაყოფილები ვართ. ჩვენ ველით, რომ ხვალ დილით შვეიცარია ამ გადაწყვეტილებას ოფიციალურად გვაცნობებს".

ადამოვის ადვოკატის, სტეფან ვერენბერგის თქმით, მისი კლიენტი კმაყოფილი და გახარებულია.

XS
SM
MD
LG