Accessibility links

ერაყში ბაღდადიდან სამხრეთით მდებარე ქალაქ


ერაყში ბაღდადიდან სამხრეთით მდებარე ქალაქ ლატიფიაში თავდასხმელებმა 11 ერაყელი შიიტი მოკლეს.

ერაყში ბაღდადიდან სამხრეთით მდებარე ქალაქ ლატიფიაში თავდასხმელებმა 11 ერაყელი შიიტი მოკლეს.
პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან.

დღესვე, დილით, ბაღდადში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ახლოს, თვითმკვლელმა მოიერიშემ თავი აიფეთქა – რასაც 4 პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა.

პარალელურად, ერაყში მოქმედი ალ-ყაიდის ჯგუფი 5 სუდანელი მძევლის მოკვლით იმუქრება - იმ შემთხვევაში თუ ხარტუმი 48 საათში ბაღდადთან დიპლომატიურ ურთიერთობას არ გაწყვეტს.

ლიბანში გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ერაყში ერთი ლიბანის მოქალაქეც გაიტაცეს.

პარალელურად, დღეს უკრაინის ბოლო 95 ჯარისკაცი ერაყიდან შინ დაბრუნდა. ლიტვამ კი კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ იანვრის ბოლოს ერაყში მყოფ ჯარს გაანახევრებს და 50 ჯარისკაცამდე დაიყვანს.

ერაყში მოსამსახურე ჯარის რაოდენობის შემცირებას პოლონეთიც აპირებს – თუმცა ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, ლეხ კაჟინსკიმ, ბაღდადში ვარშავის სამხედრო მისიის კიდევ ერთი წლით გაგრძელებას მოაწერა ხელი.
XS
SM
MD
LG