Accessibility links

logo-print

ერაყიდან მიღებული ცნობების თანახმად, ამ


ერაყიდან მიღებული ცნობების თანახმად, ამ ქვეყნის ვიცე-პრემიერი აჰმად ჩალაბი

ერაყიდან მიღებული ცნობების თანახმად, ამ ქვეყნის ვიცე-პრემიერი აჰმად ჩალაბი
ნავთობმრეწველობის მინისტრად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე ჩალაბი იბრაჰიმ ბაჰარ ულომს შეცვლის. რეიტერისა და ფრანს პრესის სააგენტოების ცნობებში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, ულომი საკუთარი ნებით გადადგა თუ გადააყენეს. ბოლო დღეებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ნავთობის მოპოვება-გადამუშავება. ქვეყნის მრავალ რეგიონს, მათ შორის დედაქალაქ ბაღდადის ზოგ რაიონს, ნავთობი დიდი შეფერხებებით მიეწოდება.
XS
SM
MD
LG