Accessibility links

logo-print

ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს შორის


ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს შორის მოქმედი რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი ხელახლა გაიხსნა

ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს შორის მოქმედი რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი ხელახლა გაიხსნა
მას შემდეგ, რაც პალესტინელთა ავტონომიის წარმომადგენლებმა შეიარაღებული პოლიცილები საპროტესტო აქციის შეწყვეტაზე დაიყოლიეს. ასამდე პოლიციელმა საგუშაგო გადაკეტა, რითაც პროტესტი გამოხატა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მომხდარი მკვლელობის წინააღმდეგ. პოლიციელთა მტკიცებით, მათი კოლეგა ერთ-ერთმა ადგილობრივმა კლანმა მოკლა. ევროკავშირის წარმომადგენლებმა, რომლებიც მეთვალყურეობას უწევენ საზღვარზე შექმნილ ვითარებას, დაადასტურეს ცნობა რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის ამოქმედების შესახებ.
XS
SM
MD
LG