Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი წლის დღეებში თბილისი ბუნებრივ


ახალი წლის დღეებში თბილისი ბუნებრივ აირს შეუფერხებლად მიიღებს.

ახალი წლის დღეებში თბილისი ბუნებრივ აირს შეუფერხებლად მიიღებს.
"თბილგაზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, სადისტრიბუციო კომპანია ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. მობილიზებული იქნება საავარიო სამსახური, რათა გაზის გაჟონვის ან მილების დაზიანების შემთხვევაში დროულად მოხდეს ავარიის ლიკვიდაცია. როგორც "თბილგაზის" წარმომადგენელი იუწყება, ვაკე-საბურთალოსა და ჩუღურეთის რაიონებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. მისივე თქმით, გაზის მოხმარების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, მილებში აირის წნევის ვარდნის საფრთხე არ არსებობს.
XS
SM
MD
LG