Accessibility links

logo-print

ბელგია აპირებს, ეუთოს მორიგე თავმჯდომარის


ბელგია აპირებს, ეუთოს მორიგე თავმჯდომარის როლში, ყოველმხრივ ხელი შეუწყოს

ბელგია აპირებს, ეუთოს მორიგე თავმჯდომარის როლში, ყოველმხრივ ხელი შეუწყოს
კავკასიის "გაყინული" კონფლიქტების მოგვარებას. ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელიც დღეს ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. 1 იანვრიდან ბელგია ეუთოს თავმჯდომარის ფუნქციებს გადაიბარებს სლოვენიისგან. იმ კონფლიქტურ რეგიონებს შორის, რომელთაც ეუთომ, ბრიუსელის აზრით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაპყროს, დასახელებულია აფხაზეთი, სამხრეთი ოსეთი, მთიანი ყარაბაღი, აგრეთვე, დნესტრისპირეთი. 11 იანვარს, ბრიუსელში, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ დე ხუხტი ოფიციალურად წარმოადგენს თავის გეგმას, რომელიც ეუთოს მორიგე თავმჯდომარეობის მანძილზე მოსაგვარებელ ამოცანებს უკავშირდება.
XS
SM
MD
LG