Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იუშჩენკო აპირებს


უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იუშჩენკო აპირებს, რუსეთს სთხოვოს მოლპარაკების მაგიდასთან დაბრუნება, ბუნებრივი აირის ფასის გარშემო უთანხმოების მოსაგვარებლად.

უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იუშჩენკო აპირებს, რუსეთს სთხოვოს მოლპარაკების მაგიდასთან დაბრუნება, ბუნებრივი აირის ფასის გარშემო უთანხმოების მოსაგვარებლად.

როგორც იუშჩენკომ დღეს უთხრა ჟურნალისტებს, ის დაურეკავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს თხოვნით, დააბრუნოს გაზის მონოპოლისტი კომპანია "გაზპრომი" მოლაპარაკების მაგიდასთან გაზის კიევის მიერ გადასახდელი საფასურის დასადგენად. "გაზპრომმა" დღეს შეწყვიტა ბუნებრივი აირით უკრაინის მომარაგება მას შემდეგ, რაც მოლაპარაკების მონაწილეებმა ვერ მიაღწიეს ერთსულოვნებას ფასის საკითხზე მოსკოვის მიერ გაზის გაძვირების გამო. "გაზპრომი" კვლავინდებურად ქაჩავს დღეში 360-ც მილიონ კუბურ მეტრს უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენით - დასავლეთ ევროპის ბაზარზე. ამასთან, მონოპოლისტი კომპანია უკრაინას ადანაშაულებს სატრანზიტო მილსადენიდან გაზის მოპარვაში. უკრაინის კომპანია ნაფტოგაზის პრეს-მდივანმა ედუარდ ზანიუკმა უარყო ეს ბრალდება. დასავლეთ ევროპაში გაზის იმპორტის 25 პროცენტი მოდის რუსეთზე, უმეტესწილად უკრაინაზე ტრანზიტის მეშვეობით.
XS
SM
MD
LG