Accessibility links

მილიონობით ადამიანმა იზეიმა ახალი წლის


მილიონობით ადამიანმა იზეიმა ახალი წლის მობრძანება: აზიასა და ევროპაში, ამერიკასა და ავსტრალიაში ფოიერვერკებითა და ზეიმებით შეეგებნენ 2006-ს წელს.

მილიონობით ადამიანმა იზეიმა ახალი წლის მობრძანება: აზიასა და ევროპაში, ამერიკასა და ავსტრალიაში ფოიერვერკებითა და ზეიმებით შეეგებნენ 2006-ს წელს.
გლობალური დღესასწაული წყნარი ოკეანის რეგიონში დაიწყო, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიზე ფოიერვერკით და შემდეგ, დასავლეთის მიმართულებით, მთელს მსოფლიოზე გავრცელდა. ნიუ იორკში, თაიმს სკუერზე, ასიათასობით ადამიანი შეეგება ახალ წელს: [შეკრებილების ხმაური]. ათასობით ადამიანი შეიკრიბა მოსკოვში, წითელ მოედანზეც, მეზობელ უკრაინაში კი პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ, რომლის მთავრობასა და მოსკოვს შორისაც უთანხმოებაა ბუნებრივი აირით მომარაგების გარშემო, საახაალწლო მიმართვაში მოუწოდა უკრაინელებს, ხელი შეუწყონ უკრაინის ეკონომიკურ დამოუკიდებლობას. საახალწლო ღამეს არც ძალადობის გარეშე ჩაუვლია: საფრანგეთში, პოლიციის ცნობით, ახალგაზრდებმა 425 ავტომანქანა დაწვეს. ძალადობის შესახებ იუწყებიან ერაყიდანაც.
XS
SM
MD
LG