Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი წლის დადგომა საქართველოს მოქალაქეებს


ახალი წლის დადგომა საქართველოს მოქალაქეებს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიულოცეს.

ახალი წლის დადგომა საქართველოს მოქალაქეებს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიულოცეს.
2006 წელს მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ავლაბრის მიუსაფარ ბავშვთა სახლში შეხვდა, რის შემდეგაც მეტროთი იმგზავრა და თანაქალაქელებს ტკბილეული დაურიგა. წუხელვე პრეზიდენტმა ახალი წელი მიულოცა სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ოქრუაშვილთან და თბილისის მერთან გიგი უგულავასთან ერთად პრეზიდენტი ვაზიანის სამხედრო ბაზასაც ეწვია და შეიარაღებული ძალების მოსამსახურეებს მიმართა.დღეს მიხეილ სააკაშვილი ხევსურეთში ჩავიდა და ახალი წელი მიულოცა შატილის, არხოტისა და სხვა სოფლების მცხოვრებთ.
XS
SM
MD
LG