Accessibility links

პალესტინელების შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა


პალესტინელების შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ გათავისუფლებულია იტალიელი,

პალესტინელების შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ გათავისუფლებულია იტალიელი,
რომელიც დღეს მძევლად აიყვანეს ღაზის სექტორის ქალაქ ხან იუნისში. სამინისტროს დეტალები არ დაუზუსტებია. იტალიელი მამაკაცი შეიპყრეს, როცა გააჩერეს ავტობუსი, რომელშიც კიდევ 9 უცხოელი იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარები გავიდა, იმატა მძევლების აყვანის შემთხვევება. იტალიელი მძევლები გაათავისუფლეს იემენშიც - სამი იტალიელი ქალი, რომლებიც დღეს გაიტაცეს. ამის შესახებ ცნობა იემენის უშიშროების უწყებამ გაავრცელა. ამავე წყაროს ცნობით, მიმდინარეობს მოლაპარაკება ორი იტალიელი მამაკაცის გამოსახსნელად. ხუთივე იტალიელი დღეს გაიტაცეს. მანამდე იემენის პრეზიდენტმა ალი აბდულა სალეჰმა პირობა დადო, რომ მიიღებენ ზომებს უცხოელების მძევლად აყვანისთვის ბოლოს მოსაღებად.
XS
SM
MD
LG