Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის “გაზპრომი” შუა და დასავლეთი


რუსეთის “გაზპრომი” შუა და დასავლეთი ევროპის სახელმწიფოებს - თავის მომხმარებლებს - დაპირდა,

რუსეთის “გაზპრომი” შუა და დასავლეთი ევროპის სახელმწიფოებს - თავის მომხმარებლებს - დაპირდა,
რომ ბუნებრივი აირის ნორმალურ მიწოდებას აღადგენს ხვალისთვის. “გაზპრომის” თანახმად, ის დამატებით გაზს გადაქაჩავს გაზსადენებით იმის გასაწონასწორებლად, როგორც “გაზპრომი” ამბობს, რასაც უკრაინა იპარავს სატრანზიტო მილსადენიდან. “გაზპრომის” თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრ მედვედიევმა განაცხადა ეს მოსკოვში, მაგრამ იქვე თქვა, რომ ვითარება ასეთი არ დარჩება.
“მედვედიევის ხმა”
“ხვალ საღამოსთვის, ჩვენ აღვადგენთ ევროპისთვის გაზის მიწოდებას ჩვენი შეთანხმების თანახმად, მინდა მივაციო ყურადღება, რომ ვითარება, როცა უკრაინა იაპარავს გაზს მილსადენიდან, ხოლო ჩვენ ვაწვდით მას მომხმარებელს, სამუდამოდ ვერ გაგრძელდება”.
“გაზპრომმა” გუშინ შეუწყვიტა მიწოლება უკრაინას, მას მერე, რაც ჩაიშალა ფასზე შეთანხმება. სხვათა შორის გერმანია, ავსტრია, სლოვაკეთი, საფრანგეთი და იტალია აცხადებენ, რომ შეუმცირდათ რუსეთიდან გაზის მიწოდება 25-40 პროცენტით.
ევროპის სახელმწიფოთა ლიდერებმა მოუწოდეს რუსეთსა და უკრაინასა, დაასრულონ უთანხმოება გაზის თაობაზე, რასაც ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების შემცირება მოჰყვა.
XS
SM
MD
LG