Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ გერმანიაში, ბად რაიხენჰალში ექსკავატორების


სამხრეთ გერმანიაში, ბად რაიხენჰალში ექსკავატორების მეშვეობით შეუდგნენ ჩანგრეული სპორტული დარბაზის დემონტაჟს.

სამხრეთ გერმანიაში, ბად რაიხენჰალში ექსკავატორების მეშვეობით შეუდგნენ ჩანგრეული სპორტული დარბაზის დემონტაჟს.
ყინულის საფარიანი სპორტული დარბაზის სახურავი გუშინ ჩამოინგრა. ექსკავატორების ამუშავებამდე, მაშველებმა შეაჩერეს ნანგრევებში ჩარჩენილების ძებნა, რადგან არის შენობის გაუკონტროლებელი ნგრევის საფრთხე, რაც მაშველებსაც დიდ საფრთხეს შეუქმნიდა. ნანგრევებში ჩარჩენილების ძებნა ხვალ გაგრძელდება. ამასობაში, გამოასვენეს 11 დაღუპული, მათ შორის 6 ბავშვი. მაშველები შიშობენ, რომ დაიღუპა კიდევ, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი. შენობაში 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა, როცა ორშაბათს სახურავი ჩაინგრა.
XS
SM
MD
LG