Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა დღეს განაცხადა, რომ რამდენიმე


ირანმა დღეს განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში განაახლებს ბირთვული საწვავის კვლევის პროგრამას.

ირანმა დღეს განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში განაახლებს ბირთვული საწვავის კვლევის პროგრამას.
ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე, მაჰამად საიდიმ დღეს სახელმწიფო ტელევიზიაში განაცხადა, რომ ირანმა უკვე შეატყობინა ამ ნაბიჯის შესახებ გაეროს ატომურ სააგენტოს. ამავე ოფიციალური პირის განმარტებით, ირანი აპირებს, კვლევის კოორდინირებას ამ სააგენტოსთან. ხოლო გაეროს სააგენტოს პრეს-მდივანმა მელისა ფლემინგმა ირანს მოუწოდა, არ განაახლოს პროგრამა. ირანმა 2003-მ წელს, ევროკავშირთან შეთანხმების საფუძველზე შეაჩერა ბირთვული კვლევის პროგრამა, რომელიც ურანის დამუშავებისა და გამდიდრების პროგრამის ნაწილია.
XS
SM
MD
LG