Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში ფიქრობს, რომ


ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში ფიქრობს, რომ რუსეთის რეპუტაცია შელახა მოსკოვის “ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ” უკრაინისთვის გაზის გადაკეტვაზე.

ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში ფიქრობს, რომ რუსეთის რეპუტაცია შელახა მოსკოვის “ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ” უკრაინისთვის გაზის გადაკეტვაზე.
ევროპის რამდენიმე ქვეყანა აცხადებს, რომ გაცილებით ნაკლებ გაზს იღებს მას შემდეგ, რაც რუსეთის მონოპოლისტმა კომპანია “გაზპრომმა” 1 იანვრიდან ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა უკრაინას. ევროპაში გაზის იმპორტის 25-თ პროცენტს შეადგენს რუსეთის გაზი, რომელის დიდი ნაწილიც იქ უკრაინაზე ტრანზიტის მეშვეობით ჩადის. ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში, ანდრის პიბალგსმა დღეს აღნიშნა, რომ კრიზისი ცხადჰყოფს, რამდენად დაუცველია ევროკავშირი გაზის დეფიციტის შემთხვევაში. [პიბალგსის ხმა] "ამჟამინდელი ვითარება ცხადჰყოფს, რამდენად დაუცველია ევროკავშირი გაზის დეფიციტის შემთხვევაში. ამიტომ უნდა ვისმჯელოთ ამჟამინდელ ვითარებაზე. სანამ უკრაინასა და რუსეთს შორის დაპირისპირება გრძელდება, შეშფოთებული ვართ, ძალიან შეშფოთებული”. რუსეთისა და უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლები მოგვიანებით მოლაპარაკებას გამართავენ, ხვალ კი ევროკავშირის ენერგეტიკის უწყება გამართავს საგანგებო სხდომას, კრიზისზე რეაქციის შესათანხმებლად.
XS
SM
MD
LG