Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი მოითხოვს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში


სახალხო დამცველი მოითხოვს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადვოკატების დაუყოვნებლივ შეშვებას.

სახალხო დამცველი მოითხოვს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადვოკატების დაუყოვნებლივ შეშვებას.
როგორც სოზარ სუბარმა საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ ადვოკატებისთვის დასაცავ პირთა ნახვის უფლების შეზღუდვა კანონს ეწინააღმდეგება. ამასობაში, როგორც იუწყებიან, პატიმრების შიმშილობა გრძელდება. პატიმრების ოჯახის წევრები კი აპირებენ, ხვალაც გააგრძელონ საპროტესტო აქცია. როგორც დღეს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა აღნიშნა, ხვალ თბილისში, პარლამენტის შენობასთან 14.00 საათზე იწყება საპროტესტო შეკრება, რომელსაც თბილისში მცხოვრებ მოქალაქეებთან ერთად ქუთაისიდან და ბათუმიდან ჩასული პატიმართა ახლობლები შეუერთდებიან. ამავე წყაროს ცნობით, პატიმრების შიმშილობის მეათე დღეს მთავარი მოთხოვნა იქნება, შეწყდეს პატიმართა ცემა და წამება.
XS
SM
MD
LG