Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში, ანდრის პიებალგსი


ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში, ანდრის პიებალგსი მიესალმა უკრაინას და რუსეთს შორის გაზის კონფლიქტის მოგვარებას.

ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში, ანდრის პიებალგსი მიესალმა უკრაინას და რუსეთს შორის გაზის კონფლიქტის მოგვარებას.
[პიებალგსის ხმა] “კმაყოფილები ვართ, რომ შეთანხმება მიღწეულია. ის5 რასაკვირველია5 კარგი წინაპირობაა ჩვენი დღევანდელი შეხვედრისთვის და გვიხარია, რომ კმაყოფილია ორივე მხარე”. შეხვედრა, ევროკომისარმა რომ ახსენა, იყო საგანგებო მოლაპარაკება, რომელიც დღეს ბრიუსელში მოეწყო, ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლებისა და ექსპერტების მონაწილეობით. მათ განიხილეს, როგორი უნდა იყოს ევროკავშირის რეაქცია გაზის კრიზისთან და მის მოგვარებასთან დაკავშირებით. გაზის ფასზე უკრაინასა და რუსეთს შორის უთანხმოების მოგვარებას მიესალმა ეუთოს მორიგე თავმჯდომარეც, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ დე ხუხტი.
XS
SM
MD
LG