Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს თავმჯდომარემ


გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს თავმჯდომარემ, მოჰამედ ბარადეიმ ირანის წარმომადგენელი მიიწვია თხოვნით,

გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს თავმჯდომარემ, მოჰამედ ბარადეიმ ირანის წარმომადგენელი მიიწვია თხოვნით,
განმარტოს ირანის განცხადება ურანის გამდიდრების განახლების შესახებ. ირანმა ამ შინაარსის განცხადება (რომ ურანის გამდიდრების პროგრამას მომავალ კვირაში განაახლებს უცხოეთის უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად) გუშინ გააკეთა. რა შედეგით დასრულდა ბარადეის და ირანის წარმომადგენლის, მეჰდი ახუნზადეს შეხვედრა, ჯერ არის ცნობილი, მაგრამ ხვალისთვისაა დანიშნული მორიგი შეხვედრა ვენაში, გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს შტაბბინაში. ირანის გეგმასთან დაკავშირებით დღეს შეშფოთება გამოთქვეს გერმანიამ და საფრანგეთმა.
XS
SM
MD
LG