Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექიმების ინფორმაციით, ტვინში სისხლის ჩაქცევის


ექიმების ინფორმაციით, ტვინში სისხლის ჩაქცევის გამო გაკეთებული ოპერაციის შემდეგ,

ექიმების ინფორმაციით, ტვინში სისხლის ჩაქცევის გამო გაკეთებული ოპერაციის შემდეგ,
ისრაელის პრემიერ მინისტრი, არიელ შარონი, ალბათ ვერასოდეს შესძლებს სამუშაოზე დაბრუნებას. ერუსალიმის ჰადეშაის საავადმყოფოს დირექტორმა, შლომო მორ-იოსეფმა, ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა: [მორ-იოსეფის ხმა]: "ბატონი შარონი ღრმა ძილის მდგომარეობაში იმყოფება. მას ანესთეზია აქვს გაკეთებული და სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. ამ ეტაპზე ეს არის მისი ძირითადი მკურნალობა. მიზანი ქალასშიდა წნევის დაწევაა. მკურნალობა 48 საათიდან 72 საათამდე გასტანს".
მორ-იოსეფმა აგრეთვე დასძინა, რომ ინსულტის გამო გაკეთებული ოპერაციის შემდეგ შარონის ტვინი ნორმალურად ფუნქციონირებს. ღრმა ძილის ფაზის დასრულების მერე, ექიმებს იმედი აქვთ, რომ 77 წლის პრემიერ მინისტრს თანდათან გამოიყვანენ მდგომარეობიდან. ორი კვირის შემდეგ შარონს ახალი ცენტრისტული პარტიის ლიდერის რანგში კენჭი უნდა ეყარა.
ისრაელის მინისტრთა კაბინეტს ამ პერიოდში შარონის მოადგილე, ეჰუდ ოლმერტი, უხელმძღვანელებს.
XS
SM
MD
LG