Accessibility links

logo-print

სამი კვირის წინ ჩატარებული საპარლამენტო


სამი კვირის წინ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დღევანდელი დღე ერაყისთვის ყველაზე სისხლიანი იყო.

სამი კვირის წინ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დღევანდელი დღე ერაყისთვის ყველაზე სისხლიანი იყო.
სხვადასხვა ადგილას განხორციელებულ თავდასხმებს 120ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ყველაზე მეტი მსხვერპლი დასავლეთის ქალაქ რამადიში, პოლიციის სადგურთან ახლოს განხორციელებულ თავდასხმას მოჰყვა. თვითმკვლელმა მოიერიშემ იქ სულ მცირე 68 ადამიანი მოკლა. 100-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა. კიდევ ერთმა მოიერიშემ თავი სამხრეთის ქალაქ ქარბალაში, ხალხმრავალ ქუჩაზე, შიიტი მუსულმანების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სალოცავთან ახლოს აიფეთქა. თავდასხმას 50 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და 100მდე ადამიანი დაიჭრა. შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ინფორმაციით, ორ სხვადასხვა შემთხვევას შვიდი ამერიკელი ჯარისკაცი შეეწირა. ხუთი ბაღდადთან ახლოს, გზაზე დამოტაჟებული ბომბის აფეთქებამ მოკლა; ასეთივე ბომბი აფეთქდა სამხრეთის ქალაქ ნაჯაფშიც, რასაც ორი ჯარისკაცის და ორი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG