Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “საქართველოს


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ” კანონში ცვლილებებს მოაწერა ხელი.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ” კანონში ცვლილებებს მოაწერა ხელი.


ამ ცვლილებებით საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა მაქსიმალური რაოდენობა 29000-დან 32000-მდე გაიზრდება. ეს ცვლილებები პარლამენტმა რამდენიმე კვირის წინ დაამტკიცა. სააგენტო პრაიმ-ნიუსის ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთაგან სასაზღვრო დეპარტამენტში 5 868 ადამიანი იმსახურებს, თავდაცვის სამინისტროში კი - 26 000. ამჟამად თავდაცვის სამინისტროში 21 550 ადამიანი მსახურობს. მათგან 3 800 ოფიცერია, 11 000 სერჟანტი და კაპრალი, 6 000 რეკრუტი, ხოლო 750 სამოქალაქო პირი.
XS
SM
MD
LG