Accessibility links

logo-print

მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერებს განსხვავებული რეაქციია


მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერებს განსხვავებული რეაქციია ჰქონდათ არიელ შარონის კრიტიკული მდგომარეობის შესახებ ცნობაზე.

მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერებს განსხვავებული რეაქციია ჰქონდათ არიელ შარონის კრიტიკული მდგომარეობის შესახებ ცნობაზე.
შეერთებული შტატების პრეზიენტმა, ჯორჯ ბუშმა, და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეკ სტრომ, განაცხადეს, რომ ლოცულობენ ისრაელის ლიდერისთვის. თუმცა თანაგრძნობა ყველა პოლიტიკოსს თუ პოლიტიკურ ძალას არ გამოუვლენია. ირანის მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა, შარონს ტერორისტი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ისრაელის ლიდერი მოკვდება. პალესტინურმა ექსტრემისტულმა ორგანიზაცია "ჰამასმა" განაცხადა, რომ შარონის გარეშე მთელი ახლო აღმოსავლეთის მდგომარეობა გაუმჯობესდება.
თუმცა პალესტინელთა პრემიერ-მინისტრმა, აჰმედ ყურეიმ, იმედი გამოთქვა, რომ შარონი გამოჯანმრთელდება: [ყურეის ხმა]: "ჩვენ, პალესტინელებს, პირველ რიგში მისი გამოჯანმრთელების იმედი გვაქვს. ამავე დროს, ჩვენ ყოველთვის გვინდა, რომ ისრაელის ლიდერს მშვიდობის დამყარება სურდეს, და პალესტინელებთან ერთად სერიოზული მოლაპარაკების დაწყებისთვის იყოს მხად. ამის იმედი გვაქვს". შარონს გამოჯანმრთელება უსურვეს აგრეთვე რუსეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ნორვეგიის, შვეციის, თურქეთის და ევროპის კომისიის ლიდერებმა.
XS
SM
MD
LG