Accessibility links

logo-print

ხუთშაბათს 120-ზე მეტი ადამიანი იქნა


ხუთშაბათს 120-ზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული და 200-მდე დაიჭრა ერაყში მომხდარი თავდასხმების შედეგად.

ხუთშაბათს 120-ზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული და 200-მდე დაიჭრა ერაყში მომხდარი თავდასხმების შედეგად.
ეს ყველაზე სისხლიანი დღე იყო ერაყში უკანასკნელი ოთხი თვის განმავლობაში. თავდასხმები თითო საათის ინტერვალით მოხდა. ყველაზე დიდი მსხვერპლი გამოიწვია ტერაქტმა რამადანში, რეკრუტირების ცენტრში, სადაც თვითმკვლელის მიერ აფეთქებულმა ბომბმა 70-მდე ადამიანი შეიწირა. მანამდე კიდევ ერთმა თვითმკვლელმა აიფეთქა თავი შიიტების წმინდა ადგილზე, ქარბალაში. დაიღუპა 40 ადამიანი. გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქებამ იმსხვერპლა შეერთებული შტატების 5 სამხედრო მოსამსახურე. საერთო ჯამში გუშინ ამერიკის 11 ჯარისკაცი დაიღუპა. პრემიერ-მინისტრმა იბრაჰიმ ჯააფარიმ დაგმო ძალადობის ეს ფაქტები და თქვა, რომ მისი მიზანია პოლიტიკური პროცესის დესტაბილიზება.
XS
SM
MD
LG