Accessibility links

logo-print

ერაყიდან დიდი ბრიტანეთის ჯარების გაყვანა


ერაყიდან დიდი ბრიტანეთის ჯარების გაყვანა უკვე რამდენიმე თვეში შეიძლება დაიწყოს.

ერაყიდან დიდი ბრიტანეთის ჯარების გაყვანა უკვე რამდენიმე თვეში შეიძლება დაიწყოს.
ამის შესახებ დღეს ბაღდადში გამოაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ. ზუსტი ვადები მას არ უხსენებია. სტროს თქმით, ჯარების გაყვანა შეიძლება დაიწყოს იმ შემთხვევაში, თუკი ერაყის შეიარაღებული ძალები სრულად შეძლებენ ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკუთარ თავზე აღებას. სტრო გუშინ ჩავიდა ერაყში. ბასრაში ადგილობრივ ლიდერებთან მოლაპარაკებების შემდეგ იგი ბაღდადში შეხვდა ერაყის პრეზიდენტსა და სხვა ოფიციალურ პირებს.
XS
SM
MD
LG