Accessibility links

logo-print

ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონს, რომელმაც


ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონს, რომელმაც რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა მძიმე ინსულტის შემდეგ,

ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონს, რომელმაც რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა მძიმე ინსულტის შემდეგ,
თავის ტვინის ახალი ტომოგრაფია გაუკეთეს. გამოკვლევის თანახმად, ავადმყოფის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა. უფრო დაწვრილებითი ანგარიში გამოქვეყნდება კვირას, როცა ექიმების ვარაუდით შარონი შესაძლოა გამოიყვანონ ხელოვნური კომის მდგომარეობიდან. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი იმის დადგენა, თუ რამდენად დიდი ზიანი მიაყენა მის ჯანმრთელობას ინსულტმა. ამჟამად მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. სამედიცინო ექსპერტთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ 77 წლის შარონი ვეღარ დაუბრუნდება სამუშაოს. ისრაელის მთავრობის კაბინეტის ხელმძღვანელის მოვალეობებს ვიცე-პრემიერი ეჰუდ ოლმერტი ასრულებს.

XS
SM
MD
LG