Accessibility links

logo-print

თეირანმა გამოაცხადა, რომ განაახლებს თავის


თეირანმა გამოაცხადა, რომ განაახლებს თავის ბირთვულ პროგრამას მიუხედავად დასავლეთის გაფრთხილებისა, რომ

თეირანმა გამოაცხადა, რომ განაახლებს თავის ბირთვულ პროგრამას მიუხედავად დასავლეთის გაფრთხილებისა, რომ
ეს ხელს შეუშლის ამ პროგრამის თაობაზე დიპლომატიურ გარიგებას. მთავრობის წარმომადგენელმა ღოლამ ჰოსეინ ელჰამმა განაცხად, რომ კვლევა განახლდება გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ზედამხედველობით, და ამდენად, საგანგაშო არაფერია.
დასავლეთის პოლიტიკოსებმა თავიანთი შეშფოთება გამოხატეს ირანის განზრახვის გამო. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ დუსტ-ბლაზიმ თეირანი გაფრთხილა, მისი გადაწყვეტილების გამო და განაცხადა, რომ საფრანგეთი სერიოზულად არის შეშფოთებული. თეთრი სახლის წარმომადგენელმა სკოტ მაკლელანმა თქვა, რომ ირანის საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოს უნდა გადაეცეს, თუკი ის განაახლებს კვლევას.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ირანი, მისი ბირთვული პროგრამის გარშემო კამათის ფონზე, საშინელ სიგნალს იძლევა.
XS
SM
MD
LG