Accessibility links

logo-print

თალიბანის ახლანდელ ლიდერად აღიარებული მოლა


თალიბანის ახლანდელ ლიდერად აღიარებული მოლა ომარი პირობას სდებს, რომ აშშ-ის არმიაზე თავდასხმებს

თალიბანის ახლანდელ ლიდერად აღიარებული მოლა ომარი პირობას სდებს, რომ აშშ-ის არმიაზე თავდასხმებს
გააგრძელებს. როგორც პაკისტანში მოქმედი ავღანური "ისლამპრესი" იუწყება, მოლა ომარმა განაცხადა, რომ ეს თავდასხმები ამერიკელებს აიძულებს “ძალიან სწრაფად” დატოვონ ავღანეთი. არ არის დადასტურებული ამ ნათქვამის ავთენტურობა. სააგენტომ განაცხადა, რომ ეს მას ტელეფონით თალიბანის წარმომადგენელმა ჰანიფმა განუცხადა. ომარის განცხადებაში არაფერია ნათქვამი ავღანეთის პრეზიდენტის წინადადებაზე მის მიმართ, რომ თუკი მშვიდობა სურს, დაუკავშირდეს ავღანეთის მთავრობას. დღეს “ასოშიეიეტედ პრესს” ჰანიფმა განუცხადა, რომ თალიბანი უარყოფს ამ წინადადებას, რადგან კარზაი მას მხოლოდ ამერიკელების რუპორად მიჩნია.
XS
SM
MD
LG