Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი იტყობინება, რომ ფრინველის გრიპით


თურქეთი იტყობინება, რომ ფრინველის გრიპით ადამიანის დაავადების ახალი, მე-15 შემთხვევა აღმოჩნდა

თურქეთი იტყობინება, რომ ფრინველის გრიპით ადამიანის დაავადების ახალი, მე-15 შემთხვევა აღმოჩნდა
ცენტრალურ პროვინცია სივასში. თხუთმეტი დაავადებულიდან 3 გარდაიცვალა. ჯერჯერობით არ არსებობს მონაცემები ავადმყოფობის ადამიანიდან ადამიანისთვის გადადების თაობაზე. ექსპერტების აზრით, ვირუსი ინფიცირებულ ფრინველებს გადააქვთ. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაავადებულთაგან არცერთი არ იმყოფება კრიტიკულ ვითარებაში. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ერდოანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა: "ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ყოველ საჭირო ზომას მიმართავენ. შევქმენით კრისის ცენტრი. ყურადღებას ნუ მიაქცევთ არაზუსტ, გაზვიადებულ ცნობებს."
XS
SM
MD
LG