Accessibility links

logo-print

ევროკომისიამ რუსეთსა და მოლდავეთს მოუწოდა


ევროკომისიამ რუსეთსა და მოლდავეთს მოუწოდა, დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას

ევროკომისიამ რუსეთსა და მოლდავეთს მოუწოდა, დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას
ბუნებრივი აირის ფასის გარშემო უთანხმოების მოსაგვარებლად. თუ რუსეთმა და უკრაინამ იანვრის დასაწყისშივე მოაგვარეს უთანხმოება, მოლდავეთს დღემდე შეწყვეტილი აქვს რუსული გაზის მიწოდება. უკრაინაში ევროპარლამენტის დელეგაციის შეხვედრაზე გამოსვლისას, ევროკომისიის უმაღლესი რანგის წარმომადგენელმა ჰილდე ჰარდემანმა ისაუბრა უკრაინის ძალისხმევაზე, მოლდავეთი ბუნებრივი აირით მოამარაგოს, რის გამოც რუსული ბლოკადის უშუალო შედეგები მოლდავეთში ძალიან მძიმედ არ იგრძნობა. როგორც ჰარდემანმა აღნიშნა, ბუნებრივი აირით ვაჭრობის სფეროში საბაზრო ფასებზე გადასვლა მისასალმებელია, მაგრამ ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს.
XS
SM
MD
LG