Accessibility links

logo-print

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ პარლამენტი


უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ პარლამენტი უკრაინის დესტაბილიზაციაში დაადანაშაულა,

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ პარლამენტი უკრაინის დესტაბილიზაციაში დაადანაშაულა,
რადგან პარლამენტში გამართული კენჭისყრისას უმრავლესობა მთავრობის გადაყენებას მიემხრო. [იუშჩენკო] “გუშინდელი გადაწყვეტილება კვლავინდებურად გაუგებარი, არალოგიკური და არასწორია. არა მგონია, უკრაინა იმსახურებდეს ასეთ გადაწყვეტილებას საპარლამენტო არჩევნებამდე 80 დღით ადრე. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ვითარების დესტაბილიზაციას ემსახურება”. უკრაინის პარლამენტში სამშაბათს დაუჭირეს მხარი პრემიერ-მინისტრ იური იეხანუროვის მთავრობის გადაყენებას - მიზეზია ხელის მოწერა რუსეთთან შეთანხმებაზე, რომლის შესაბამისად უკრაინა გასულ წელთან შედარებით ორჯერ უფრო ძვირად შეიძენს ბუნებრივ აირს. იუშჩენკოს თქმით, იეხანუროვის მთავრობა მუშაობას გააგრძელებს 26 მარტის არჩევნებამდე. დღეს უკრაინის პრეზიდენტი ყაზახეთის დედაქალაქში შეხვდა რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს. იქ ისინი ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის მორიგი ვადით ინაუგურაციას დაესწრნენ.
XS
SM
MD
LG