Accessibility links

გაერო თურქეთის მეზობელ სახელმწიფოებს აფრთხილებს


გაერო თურქეთის მეზობელ სახელმწიფოებს აფრთხილებს, რომ ფრინველის გრიპის ვირუსმა შესაძლოა მათაც შეუქმნას საფრთხე.

გაერო თურქეთის მეზობელ სახელმწიფოებს აფრთხილებს, რომ ფრინველის გრიპის ვირუსმა შესაძლოა მათაც შეუქმნას საფრთხე.
როგორც გაეროს რომში განთავსებული უწყების, სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელი ხუან ლუბროტი ამბობს, ვირუსი შესაძლოა ენდემური იყოს ფრინველისთვის თურქეთში. მან აზერბაიჯანს, სომხეთს, ირანს, ერაყს და საქართველოს მოუწოდა, სრული ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას ფრინველის გრიპთან დაკავშირებულ საფრთხეზე. თურქეთში, სულ ცოტა, ორი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა ფრინველის გრიპმა, მაგრამ ადგილობრივი ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ ვითარება ახლა უკვე კონტროლს ექვემდებარება. ეს შეფასება გაამყარა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარკ დანსონმა. მისი თქმით, თურქეთში არ არის პანიკის საფუძველი: [დანსონის ხმა] “პანიკა პოზიტიურს არაფერს მოიტანს, პირიქით. საფრთხე არ ემუქრება არც თურქეთში სამოგზაუროდ ჩასულებს”.
XS
SM
MD
LG