Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტების წინააღმდეგ


აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტების წინააღმდეგ ტერაქტში ბრალდებულ ვლადიმერ არუთინიანს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტების წინააღმდეგ ტერაქტში ბრალდებულ ვლადიმერ არუთინიანს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე დავით ჯუღელი გადაწყვეტილებას, საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ცნობით, ოთხსაათნახევრის განმავლობაში კითხულობდა. ერთადერთი კომენტარი, რაც არუთინიანმა პროცესის ბოლოს გააკეთა, იყო ის, რომ მოითხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, "ჰიუმან რაითს უოჩისა" და "ამნესტი ინტერნეშენალის" წარმომადგენლებთან შეხვედრა. განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოში, განაჩენის ჩაბარებიდან 14 დღის მანძილზე.
XS
SM
MD
LG