Accessibility links

logo-print

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარელ


ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარელ დე ხუხტმა ბრუსელში განაცხადა, რომ ეუთოს მორიგე თავმჯდომარეობისას მისი ქვეყნის პრიორიტეტია

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარელ დე ხუხტმა ბრუსელში განაცხადა, რომ ეუთოს მორიგე თავმჯდომარეობისას მისი ქვეყნის პრიორიტეტია
ევროპის ე.წ. "გაყინული კონფლიქტების" მოგვარება. დე ხუხტის თქმით, ის იანვარშივე გაემგზავრება აზერბაიჯანსა და სომხეთში და შეეცდება მხარეების დაყოლიებას 9 თებერვალს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ უმაღლესი დონის მოალაპარაკებაში მონაწილეობაზე. ბელგიელი მინისტრი საქართველოსაც შეეხო. მან აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთში სახეზეა არაერთი პოზიტიური სიგნალი და ბელგია მზად არის მოაწყოს დონორთა საერთაშორისო კონფერენცია ამ კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე. ბელგიამ 1 იანვარს ჩაიბარა სლოვენიისაგან ეუთოს მორიგე თავმჯდომარეობა.
XS
SM
MD
LG