Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტმა ყაზახეთის დედაქალაქში ჟურნალისტებთან


საქართველოს პრეზიდენტმა ყაზახეთის დედაქალაქში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,

საქართველოს პრეზიდენტმა ყაზახეთის დედაქალაქში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,
რომ ყაზახეთსა და საქართველოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ყაზახური კომპანია აჭარაში რამდენიმე სასტუმროს რეკონსტრუქციას განახორციელებს, ხოლო იქ მცხოვრებ დევნილებს ფულადი კომპენსაციები დაურიგდებათ. იუწყებიან ასევე, რომ ასტანაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა უკრაინაში შექმნილ ვითარებაზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ საქმე არ ეხება პოლიტიკურ კრიზისს. სააკაშვილის თქმით, უკრაინის პარლამენტის გადაწყვეტილება, დაითხოვოს პრემიერ-მინისტრ იური იეხანუროვის მთავრობა რუსეთთან ბუნებრივი აირის ფასზე გაფორმებული დოკუმენტის გამო, არ უქმნის საფრთხეს პრეზიდენტ იუშჩენკოსა და მის ადმინისტრაციას.
XS
SM
MD
LG