Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის მთავრობა აცხადებს, რომ გაასაჩივრებს


თურქეთის მთავრობა აცხადებს, რომ გაასაჩივრებს

თურქეთის მთავრობა აცხადებს, რომ გაასაჩივრებს
ალი აგჯას ციხიდან გათავისუფლებას. აგჯამ პაპი იოანე პავლე მეორის მოკვლა სცადა თითქმის 25 წლის წინ. თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ჯემილ ჩიჩეკმა გააკეთა განცხადება, რომ აგჯა დღეს გაათავისუფლეს ციხიდან. აგჯა 19 წელი იჯდა ციხეში იტალიაში და თითქმის 6 წელი - თურქეთში. მან პაპს რომში ესროლა 1981 წელს. 2000 წელს იტალიის ხელისუფლებამ შეიწყალა იგი და გადასცა თურქეთს, სადაც იგი პატიმრობას იხდიდა სხვა ბრალდებით. რომის პაპმა მოგვიანებით აპატია მას. პაპზე თავდასხმის მოტივები ჯერაც გაურკვეველია.
XS
SM
MD
LG