Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია


დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ირანის ბირთვული პროგრამის საკითხის გაეროს უშიშროების

დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ირანის ბირთვული პროგრამის საკითხის გაეროს უშიშროების
საბჭოსთვის გადაცემას უჭერენ მხარს. ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ხავიერ სოლანა, გამოვიდნენ მოწოდებით, გაიმართოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რიგგარეშე სხდომა. ირანმა განაცხადა, რომ არ აწუხებს უშიშროების საბჭოში მისი საკითხის გადაცემა. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მომავალ კვირაში ევროკავშირის, ჩინეთის, რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები ლონდონში გამართავენ სასწრაფო კონსულტაციებს ირანის პრობლემასთან დაკავშირებით. მიმდინარე კვირაში ირანმა ნატანზის ბირთვული კვლევის ცენტრში განაახლა გამოკვლევები საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნის საპირისპიროდ.

XS
SM
MD
LG