Accessibility links

logo-print

უზბეკეთში ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაცია


უზბეკეთში ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაცია "ეზგულიკის" ინფორმაციით,

უზბეკეთში ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაცია "ეზგულიკის" ინფორმაციით,
მის წევრს 5 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს კონსტიტუციური სისტემის ძირგამომთხრელ საქმიანობასა და პრეზიდენტისადმი ცილისწამებაში ბრალდების საფუძველზე. "ეზგულიკის" ხელმძღვანელ ვასილია ინოიატოვას განცხადებით, დილმუროდ მუჰიდინოვის და მისივე ორგანიზაციის კიდევ 4 წევრის სასამართლო პროცესი დახურული იყო. მუჰიდინოვი, რომელსაც 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ხელმძღვანელობდა ორგანიზაციის ადგილობრივ განყოფილებას ქალაქ მარჰამატში - ის ანდიჟანის პროვინციაში მდებარეობს, სადაც შარშან, მაისში არეულობებს ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. მთავრობა 187-დ დაღუპულზე ლაპარაკობს, ადამიანის უფლებების დამცველები კი - მათ შორის "ეზკულიკი" - ირწმუნებიან, რომ ჯარისკაცები პირდაპირ ესროდნენ დემონსტრანტებს და, სვარაუდოდ, ასობით სამოქალაქო პირი მოკლეს.
XS
SM
MD
LG