Accessibility links

logo-print

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ოფიციალური


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ოფიციალური ვიზიტით ეწვია აშშ-ს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ოფიციალური ვიზიტით ეწვია აშშ-ს
და პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს ხვდება მრავალ საკითხზე, მათ შორის ირანთან და ერაყთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსალაპარაკებლად. ეს არის აშშ-ში მერკელის პირველი ვიზიტი გერმანიის კანცლერის რანგში. მან ვიზიტის დაწყებამდე აღნიშნა, რომ აპირებს გუანტანამოს საპატიმროს საკითხის წამოჭრას: იქ ამერიკელებს ტერორიზმში ეჭვმიტანილები ჰყავთ დაკავებული. თუმცა, მერკელისვე თქმით, ის ამერიკულ მხარეს შესთავაზებს მეტ დახმარებას ერაყში. არ იგულისხმება ერაყში გერმანელი ჯარისკაცების გაგზავნა. დღის წესრიგშია ასევე დისკუსია, რომელიც უკავშირდება ირანის საკითხის გაეროს უშიშროების საბჭოსთვის გადაცემის შესაძლებლობას ირანში ბირთვული პროგრამის განახლების გამო.
XS
SM
MD
LG