Accessibility links

logo-print

ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონის ჯანმრთელობის


ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
ის გონს არ მოსულა 9 დღის წინანდელი ძლიერი ინსულტის შემდეგ. შარონს იერუსალიმის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობენ. ისრაელში გავრცელებული ინფორმაციით, მედიკოსები შეშფოთებული არიან პრემიერ-მინისტრის მდგომარეობის გამო. თუმცა, საავადმყოფოს პრეს-მდივნის განმარტებით, არ არსებობს რაიმე განრიგი, რომელიც განსაზღვრავდა, როდის უნდა გაახილოს თვალები შარონმა. ბოლო დღეებში იუწყებოდნენ, რომ შარონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესების გზაზეა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრს ტვინის სამი ოპერაცია გაუკეთდა და ექიმები მისი კომიდან გამოყვანის მცდელობას შეუდგნენ.
XS
SM
MD
LG