Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ირანი გააგრძელებს


ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ირანი გააგრძელებს მუშაობას ბირთვულ პროგრამაზე საერთაშორისო თანამეგობრობის წინააღმდეგობის მიუხედავად.

ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ირანი გააგრძელებს მუშაობას ბირთვულ პროგრამაზე საერთაშორისო თანამეგობრობის წინააღმდეგობის მიუხედავად.
პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის თქმით, ირანს არ აშინებს არც ერთი სახელმწიფოს მუქარა და გააგრძელებს ძალისხმევას ბირთვული ენერგიის წარმოების მიმართულებით. ეს კომენტარი მოჰყვა ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ჯეკ სტროუს განცხადებას, რომ გაეროს უშიშროების საბჭო განიხილავს ირანის წინააღმდეგ მიმართული სანქციების საკითხს, თუ ირანი არ შეასრულებს საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნებს. დღესვე ჯეკ სტროუმ აღნიშნა, რომ "წარმოუდგენელია" სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ ამჟამად მისი ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად. ამასობაში, რუსეთმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ირანს, განაახლოს მორატორიუმი ბირთვულ პროგრამაზე. ირანმა ამ კვირაში განაახლა ბირთვული კვლევის პროგრამა, რასაც უცხოეთში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. დასავლეთში შიშობენ, რომ ირანი ატომური იარაღის შექმნას ცდილობს.
XS
SM
MD
LG