Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის შეფასებით


ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის შეფასებით, დასავლეთი უქმნის საფრთხეს მსოფლიო უსაფრთხეობას.

ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის შეფასებით, დასავლეთი უქმნის საფრთხეს მსოფლიო უსაფრთხეობას.
ეს მოსაზრება მან დღეს თეირანში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გამოთქვა და გააკრიტიკა ზოგი სახელმწიფო განცხადებისთვის, რომ განიხილავენ ირანის საკითხის შეტანას გაეროს უშიშროების საბჭოში ირანის მიერ ბირთვული პროგრამის განახლების გამო. იქვე აჰმადინეჟადმა დასძინა, რომ ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულება ირანს აძლევს უფლებას, აწარმოოს კვლევა ბირთვული ენერგეტიკის სფეროში. ამასობაში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გერნოტ ერლერმა გამოთქვა რწმენა, რომ ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემოღება "ძალიან სახიფათო გზა" იქნებოდა. მასვე უფრო ეფექტიან ზომად მიაჩნია ირანელი ოფიციალური პირების უცხოეთში მოგზაურობის შეზღუდვა. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ აღნიშნა, რომ "გამორიცხულია "ირანის წინააღმდეგ სამხედრო აქცია.
XS
SM
MD
LG