Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანმა ოფიციალური პროტესტის ნოტა გადასცა


პაკისტანმა ოფიციალური პროტესტის ნოტა გადასცა აშშ-ის საელჩოს პაკისტანის ტერიტორიაზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმასთან დაკავშირებით.

პაკისტანმა ოფიციალური პროტესტის ნოტა გადასცა აშშ-ის საელჩოს პაკისტანის ტერიტორიაზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმასთან დაკავშირებით.
ამ ოპერაციამ პარასკევს, ჩრდილოდასავლეთ პაკისტანში მდებარე სოფელ დამადოლაზე, სულ ცოტა, 18 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საინფორმაციო სააგენტოები როგორც იუწყებიან, იერიშით გამიზნული იყო ალ-ყაიდის ხელმძღვანელობის წევრ აიმან ზავაჰირის ლიკვიდაცია. ამ ინფორმაციის წყაროს ვინაობას სააგენტოები არ ამხელენ და ასევე ანონიმური წყაროსაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ იერიშის დროს ზავაჰირი იქ არ იყო. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ცნობას რეგიონში საჰაერო დარტყმის განხორციელების შესახებ.
XS
SM
MD
LG