Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაცია "ჰიუმან


ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაცია "ჰიუმან რაითს უოჩის" განცხადებით, გერმანიის კანცლერმა

ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაცია "ჰიუმან რაითს უოჩის" განცხადებით, გერმანიის კანცლერმა
მომავალ კვირაში, რუსეთში ვიზიტის დროს, ყურადღება უნდა გაამახვილოს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხზე. ეს ორგანიზაცია მერკელის წინამორბედს, გერჰარდ შრიოდერს, პრეზიდენტ პუტინის რუსეთში დემოკრატიის შეზღუდვაზე თვალის დახუჭვაში ადანაშაულებდა. "ჰიუმან რაითს უოჩის" შეფასებით, ადამიანის უფლებების საკითხში რუსეთზე ზეწოლა ხელს შეუწყობს გრძელვადიან სტაბილურობას ევროპაში. "ჰიუმან რაითს უოჩი" მიზანშეწონილად მიიჩნევს მერკელის მიერ რუსეთში ვიზიტისას, უწინარეს ყოვლისა, არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვის მიზნით შემუშავებული კანონპროექტისა და ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების ხელყოფის საკითხის წამოჭრას.
XS
SM
MD
LG