Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისა


ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის მოლაპარაკების შემდეგ

ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის მოლაპარაკების შემდეგ
მასპინძელმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოელის კარგ პარტნიორობას ორ ქვეყანას შორის. მერკელმა, რომელიც პირველად ეწვია აშშ-ს კანცლერის რანგში, დისკუსიას "ღია და გულახდილი" უწოდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ორ მოკავშირეს შეეძლოს საუბარი არა მარტო საკითხებზე, რომლებზეც ერთსულოვნება სუფევს, არამედ საკითხებზეც, რომელთაც არ აფასებენ ერთნაირად. როგორც იუწყებიან, მერკელმა გააკრიტიკა ამერიკული საპატიმრო გუანტანამოში, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილები ჰყავთ დაკავებული. მაგრამ ბუშმა უარყო კრიტიკა და აღნიშნა, რომ გუანტანამო საჭიროა ამერიკელების უსაფრთხოებისთვის. ბუშმა და მერკელმა ირანის ბირთვულ პროგრამაზეც იმსჯელეს და გამოთქვეს კრიზისის დიპლომატიური ძალისხმევით მოგვარების სურვილი.
XS
SM
MD
LG