Accessibility links

logo-print

გასული კვირის განმავლობაში საქართველო კვლავ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი გასული კვირის განმავლობაში საქართველო კვლავ

ფრინველის გრიპის ვირუსის მოლოდინში იყო. საბედნიეროდ, ამ დაავადების შემთხვევები საქართველოში არ დადგენილა. სამაგიეროდ, არავინ ელოდა იმას, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ორგანიზაცია, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, სკანდალში აღმოჩნდებოდა გახვეული. როგორც გახსოვთ, ამ ორგანიზაციის რამდენიმე წევრმა კვირის დასაწყისში გამართულ პრესკონფერენციაზე “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელობა პოლიტიკურ ანგაჟირებაში, ერთმმართველობასა და ორგანიზაციის თავდაპირველი მიზნების ღალატში დაადანაშაულა. ამ ბრალდებებს კვირის განმავლობაში ვერ უპასუხა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ანა დოლიძემ, რომელიც თბილისში კვირის ბოლოს დაბრუნდა. ის დღეს რადიო “თავისუფლების’” თბილისის სტუდიის სტუმარია. თამარ ჩიქოვანმა მას ჰკითხა, თუ რა იქცა ორგანიზაციაზე თავდასხმის ნამდვილ მიზეზად.

იხ. აუდიოვერსია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG