Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლოს ანჯელესში გაიმართა ყოველწლიური კინოპრემია


ლოს ანჯელესში გაიმართა ყოველწლიური კინოპრემია "ოქროს გლობუსის" გადაცემის ცერემონია.

ლოს ანჯელესში გაიმართა ყოველწლიური კინოპრემია "ოქროს გლობუსის" გადაცემის ცერემონია.
დრამის კატეგორიაში საუკეთესო ფილმის პრიზი მოიპოვა ენგ ლის სურათმა "კუზიანმა მთამ". ენგ ლიმ საუკეთესო რეჟისურისთვის განკუთვნილი ჯილდოც მიიღო. უცხოური ფილმების ნომინაციაში გაიმარჯვა პალესტინელი რეჟისორის ჰანი აბუ ასადის ფილმმა "სამოთხე ახლა". ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაჯილდოვდა ფელისიტი ჰაფმანი, რომელიც თამაშობს ფილმში "ტრანსამერიკა". მამაკაცის როლისთვის კი ჯილდო მოიპოვა ფილიპ ჰოფმანმა ფილმში "კაპოტე."
XS
SM
MD
LG