Accessibility links

logo-print

ბაღდადში შეიარაღებულმა პირებმა საფარიდან მოაწყეს


ბაღდადში შეიარაღებულმა პირებმა საფარიდან მოაწყეს იერიში მობილური ტელეფონის კომპანიის ბადრაგზე და მოკლეს, სულ ცოტა, 9 კაცი.

ბაღდადში შეიარაღებულმა პირებმა საფარიდან მოაწყეს იერიში მობილური ტელეფონის კომპანიის ბადრაგზე და მოკლეს, სულ ცოტა, 9 კაცი.
იუწყებიან ასევე, რომ დაკარგულად გამოცხადდა ორი უცხოელი ინჟინერი - ისინი ეგვიპტურ ფირმა "ორასკომის" ერაყული ფილიალის მუშაკები არიან. მანამდე გამტაცებლები დაიმუქრნენ, რომ მოკლავენ ამერიკელ ჟურნალისტ ქალს, თუ შეერთებული შტატები 72 საათში არ გაუშვებს ერაყელ პატიმარ ქალებს. ტელეკომპანია "ალ-ჯაზირამ" წუხელ აჩვენა მოკლე ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ჟურნალისტი ჯილ კეროლია გამოსახული. ის ბაღდადში 7 იანვარს გაიტაცეს. როგორც ჩანს, პასუხისმგებლობა იკისრა აქამდე უცნობმა ჯგუფმა "შურისძიების ბრიგადებმა".
XS
SM
MD
LG